პროკურატურა - გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებების დროული გამოკვლევა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებების დროული გამოკვლევა. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ გ.ჭ.-ს ბრალეულობის დამადასტურებული მტკიცებებულებების გამოკვლევა დაასრულა სასამართლოს მიერ ბრალდების მხარისთვის განსაზღვრულ ვადაში. 2019 წლის მარტის თვიდან სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევას აწარმოებდა დაცვის მხარე, რომელმაც ვერ უზრუნველყო მათი დროული გამოკვლევა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ, პატიმრობის 9 თვიან ვადაში. 2019 წლის 3 მაისს, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გ.ჭ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ბრალდებულს შეეფარდა გირაო და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები. საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ, სასამართლო მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. გ.ჭ. სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას წარედგინა ბრალდება სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, სსკ 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის