გიორგი ახვლედიანი - ტრადიციული ოჯახი არის უმთავრესი და უალტერნატივო ღირებულება, რომელზეც დამოკიდებული ქვეყნის განვითარება

პატრიარქის მიერ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება არის საზოგადოების უამრავი პროვოკაციისგან თავის არიდება და დაცვა, - ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ოჯახის სიწმინდის დღეს.

მისი განცხადებით, იყო ლიბერალი და დემოკრატი არ ნიშნავს ეროვნულ ღირსებაზე და ტრადიციებზე უარის თქმას.

„ილია ჭავჭავაძეზე დიდი ლიბერალი არც ერთი არ ხართ. ეროვნული ღირებულებების გარშემო გაერთიანება, არის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება, არ დავუშვათ უზარმაზარი ფინანსური რესურსით დაგეგმილი პროვოკაციები. ტრადიციული ოჯახი არის უმთავრესი და უალტერნატივო ღირებულება, რომელზეცაა დამოკიდებული ქვეყნის განვითარებაც, გამრავლებაც და კეთილდღეობაც. მხოლოდ ტრადიციული ოჯახებისგან შეიძლება შედგებოდეს ძლიერი საქართველო! მისი უწმინდესობის ამ ინიციატივის გარშემო დარაზმვა არის ყველაზე სწორი გზა, თავიდან ავიცილოთ ის დაპირისპირება, რომლის პროვოცირებას საქართველოს უამრავი არა კეთილმოსურნე ცდილობს“, - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

გიორგი ახვლედიანის განცხადებას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს