სახალხო დამცველის შეფასებით, არჩევნებზე რამდენიმე პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა

სახალხო დამცველის შეფასებით, გასული არჩევნების მსგავსად, 19 მაისის არჩევნებზე რამდენიმე პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა.

ომბუდსმენი 19 მაისს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 19 მაისს, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ადევნებდნენ თვალს შუალედური არჩევნების მიმდინარეობას, განსაკუთრებით ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესს და კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულად რეაგირებდნენ მომხდარ ინციდენტებსა და უფლებადარღვევის ფაქტებზე. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ არაერთ საარჩევნო უბანზე და შეხვდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს.

„დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რაც გასული არჩევნების მსგავსად, კვლავ ფიქსირდებოდა. კერძოდ, დღის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო წყაროების მეშვეობით კენჭისყრის მიმდინარეობის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე. უკიდურესად მნიშვნელოვანია პასუხისმგებელი უწყებების მიერ ყველა ასეთი შემთხვევის საფუძვლიანი, სრულყოფილი და ობიექტური შესწავლა, კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი დროული და ეფექტური რეაგირება, შესაბამის პირთა იდენტიფიცირებისა და მათ მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარების მიზნით. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით წარმართული სამართლებრივი პროცესების ზედამხედველობას.

კენჭისყრის მიმდინარეობის მონიტორინგმა ასევე ცხადყო, რომ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად საარჩევნო უბნებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების მასობრივი მობილიზება და მათ მიერ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გამოცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება რჩება. ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან ერთად, წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ საარჩევნო უნებს გარეთ შექმნილი ასეთი ვითარება უმეტეს შემთხვევაში დაძაბულობისა და სხვადასხვა ინციდენტის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ გარემოებას წარმოადგენს. მართალია, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ კრძალავს კოორდინატორების მხრიდან მსგავსი საქმიანობის განხორციელებას, თუმცა სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჩამოყალიბებული მანკიერი პრაქტიკა ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ბერკეტს წარმოადგენს და აღნიშნული საკითხი სამომავლოდ სათანადო რეგულირებას საჭიროებს, რათა ამომრჩევლის მხრიდან ნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში გამოხატვა იყოს უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია სახლახო დამცველის განცხადებაში.

ამასთან, ომბუდსმენის შეფასებით მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემოსათვის დამაზიანებელია 19 მაისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ხასიათის არაერთი ინციდენტი.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 2 შემთხვევასთან დაკავშირებით, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 5 პირი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამასთან, ერთი არასრულწლოვანი პირი უთითებს, რომ სამართალდამცავმა პირებმა ის იძულებით ჩასვეს ავტომობილში და გადაიყვანეს განყოფილებაში. სახალხო დამცველი აგრძელებს სამართალდამცავი პირების მხრიდან გატარებული ღონისძიებების კანონიერების საფუძვლიან შესწავლას, მათ შორის აპარატის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და არასრულწლოვან პირთან დაკავშირებული საქმეები“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას