მაია ცქიტიშვილი - გილოცავთ თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გილოცავთ, უკვე ტრადიციულად თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში კონფერენცია„ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მაია ცქიტიშვილმა ყურადღება 19 მაისის არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება.

„ყურადღება, რომელიც ამ არჩევნებზე იყო მიმართული ჩვენი მოქალაქეების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მხრიდან, ნიშნავს თვითმმართველობისკენ მიმართულ ყურადღებას. სასიხარულოა, რომ სწორედ თვითმმართველობის არჩევნების ასეთი სტანდარტით ჩატარება გვაახლოებს ევროკავშირთან ინტეგრაციის ამოცანებთან,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაინერგა თვითმმართველობის პირდაპირი არჩევნები, პირველ ტურში ბარიერი გაიზარდა 50 პროცენტამდე და კიდევ ბევრი სხვა ნაბიჯი გადაიდაგა იმისათვის, რომ ადგილობრივმა დემოკრატიამ მეტი ნდობა მოიპოვოს მოსახლეობაში, თვითმმართველობა უფრო გაძლიერდეს და მეტად ქმედითი გახდეს.

რეგიონული განვითარების ადა ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, დეცენტრალიზაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს ევროსაბჭოს მისიებმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა