გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე - არანაირი პრობლემა  სამოხელეო დანაშაულის მოკვლევასთან, გამოძიებასთან არ გვაქვს

ხორავას საქმესთან დაკავშირებით როცა სამართლებრივი სტანდარტი შეიქმნა, მაშინ ვიმოქმედეთ ჩვენ. ზუსტად ასე იქნება სამოხელეო დანაშაულთან მიმართებაშიც. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ რაიმე კითხვები დარჩება, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მინისტრის თქმით, არანაირი პრობლემა არ არსებობს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის მოკვლევასთან დაკავშირებით.

„დღეს მე ამ საქმესთან დაკავშირებით გავაკეთებ მხოლოდ ერთ კომენტარს. შს სამინისტრო, ისევე როგორც სხვა ძალოვანი სტრუქტურები ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა ასეთი სახის სამოხელეო დანაშაულის მოკვლევასთან, გამოძიებასთან არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც არ გვქონდა პრობლემა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან და მის წინაშე წარდგომასთან დაკავშირებით. ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ უმძიმეს საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშანს დაესვას წერტილი და გაეცეს საბოლოო პასუხი. როგორც გპირდებოდით, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ოღონდ ისე არა, ვიღაცას რომ მოუნდება, ემოციურად და პოლიტიკური კონტექსტით გააცხადებს საქვეყნოდ, რომ ეს ადამიანი დასაკავებელია ან ეს ადამიანი გასაშვებია. როცა სამართლებრივი სტანდარტი შეიქმნა, მაშინ ვიმოქმედეთ ჩვენ. ზუსტად ასე იქნება სამოხელეოსთან მიმართებაშიც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუკი რაიმე კითხვები დარჩება, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს“,- განაცხადა გახარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის