დეკანოზი ლგბტ პირებზე - ხელისუფლებამ ეს 20 კაცი უნდა წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ - ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც

ხელისუფლებამ ეს 20 კაცი (ლგბტ პირები) უნდა შეკრიბოს და უთხრას, რომ ბავშვებო გაჩერდითო. წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, - ასე უპასუხა დეკანოზმა დავით ნოზაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა იქნება თუკი ვითარება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დაიძაბება.

ამასთან, მისი თქმით, თუ რამე მოხდება, კამერები არსებობს და შესაბამისი უწყება დაადგენს.

„იცით რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? ეს 20 კაცი (ლგბტ პირები) უნდა შეკრიბოს და უთხრას, რომ ბავშვებო გაჩერდითო. წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ. დაგვანებონ ჩვენ თავი. თან ეგენი არ მრავლდებიან, არ სჭირდებათ გამრავლება. ერთი ოაზისი უნდა შეუქმნან, ცოტა ხანში დაპატარავდებიან, გაქრებიან და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც. არავინ იძალადებს მაგათზე. ბუნება იძალადებს, რომ სიცხე იქნება",- განაცხადა დავით ნოზაძემ.

სასულიერო პირების, დავით ნოზაძისა და ვახტანგ დავითაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ლგბტ აქტივისტების მსვლელობას ვერ შეეგუება და იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღლუმს გამართავენ, მასშტაბური გამოსვლები იქნება.

„თუ დაიწყებენ მსვლელობას, დავდგებით და არ გავატარებთ. ეს მათი უფლებების შეზღუდვაა? კი, ბატონო. სამაგიეროდ, ჩვენგან ღვთის ცნების აღიარებაა“, - განაცხადა მამა ვახტანგ დავითაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა