„რუსთავი 2“-თან აქცია დასრულდა

"რუსთავი 2"-ის შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა.როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ა პაატა ცივაძემ შეკრებილებს განუცხადა, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ტელევიზიასთან აქცია ხვალაც განახლდება და მისი დაწყების დროს, სოციალური ქსელით გაავრცელებენ.

"ჩვენ წარმოვადგინეთ რამდენიმე მოთხოვნა, ერთი ის, რომ დაველოდეთ მოვლენების განვითარებას, მეორე -"რუსთავი - 2"ის მაუწყებლობა შეწყდეს და მესამე მოთხოვნა იყო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს და დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები.ერთი მოთხოვნა შესრულდა, ტელევიზიამ შეწყვიტა მაუწყებლობა. მიუხედავად იმისა,რომ ამ არხის დირექტორი ამბობს, მაუწყებლობა იმიტომ შევწყვიტეთ,რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნას დაცულიო, რა საფრთხეს ხედავენ ჩვენში?! პირიქით, საფრთხეს კი არა, ისევ ამათი ბედნიერებისთვის ვფიქრობთ. მათგან რადიკალურად განვსხვავდებით, პოლიცია აქ დგას, მათ დროს კი რას აკეთებდა პოლიცია - ტელევიზიებში ვარდებოდნენ და ა.შ. გთავაზობთ, მოვილაპარაკოთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე, ხვალ ისევ შევიკრიბოთ. დღეს ჩვენი აქ ყოფნით რას გავაკეთებთ? არაფერს. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისევ შეგვიძლია შევიკრიბოთ საღამოს, უკვე სხვა ძალებით", - განაცხადა ცივაძემ.

აქციის დასასრულს მისმა მონაწილეებმა ტელევიზიასთან პროტესტის ნიშნად ცოცხები დატოვეს.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა