მარია ზახაროვა - სააკაშვილი ხელისუფლებისთვის იბრძვის და „რუსთავი  2“ მისი პოლიტიკის ინსტრუმენტია

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის იბრძვის, ხოლო ტელეარხი „რუსთავი2“ - ეს მისი პოლიტიკის ინსტრუმენტია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანია შევიდა ფაზაში „უკანასკნელი ბრძოლა“.

„ის ყველა საშუალებით შეეცდება ხელისუფლებისკენ გაჭრას. მკვეთრად, ცინიკურად, ნებისმიერ ფასად, მათ შორის საზოგადოების ტოტალური გახლეჩის ფასადაც. „რუსთავი2“ მისი პოლიტიკის ინსტრუმენტია“, - წერს ზახაროვა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა