კახა კალაძე „რუსთავი 2“-ზე - უმსგავსო  საქციელის  გამო  კერძო  არხის  დახურვის  მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის

ჩვენ ვამაყობთ,რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, მომხდარის მიუხედავად, კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის.

„ჩვენ გვაქვს შეცდომები ამ განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან, ასევე პარტნიორებთან, უადვილებს სხვადასხვა დესტრუქციულ ძალებს ამ პროცესში არეულობის შეტანას.

ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოიხსნა გუშინ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის! ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

ჩვენი-მოქალაქეების და ხელისუფლები გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას რუსთაველის პროსპექტზე ამ ბოლო დღეების მანძილზე, ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ. არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება. მეგობრებო, ნორმალურ საზოგადოებაში, ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავისი სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ! ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარეულ მტერს !“- განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის