დავით მათიკაშვილი - გიორგი გაბუნიას განცხადების ფონზე მილიონნახევარი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთში შეიძლება ბუნებრივ მძევლად აღმოჩენილიყო - ამ ყველაფერზე ვინმემ  იფიქრა?

გიორგი გაბუნიას განცხადების ფონზე მილიონნახევარი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთის ფედერაციაში შეიძლება ბუნებრივ მძევლად აღმოჩენილიყო. ამ ყველაფერზე ვინმემ იფიქრა? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საკითხი გამოძიებას უნდა დაექვემდებაროს, რადგან ქვეყნის უსაფრთხობა რისკის ქვეშ დადგა.

„გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიამ გააკეთა საკუთარი ერის, თანამოქალაქეების და ქვეყნის წინაშე დანაშაულებრივი განცხადება. ეს არის პოლიტიკოსის შეფასება და არა სამართლებრივი შეფასება. ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, რომლის რისკის ქვეშ მთელი ქვეყანა და საზოგადოება, ქვეყნის ინტერესები დგას. ასეთი განცხადების ფონზე მილიონნახევარი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთის ფედერაციაში შეიძლება ბუნებრივ მძევლად აღმოჩენილიყო. ამ ყველაფერზე ვინმემ იფიქრა? ან ვინმეს სჯერა, რომ ეს გიორგი გაბუნიას თავში მოიხარშა? ეს არის კითხვები, რომელსაც უნდა გაეცეს სათანადო პასუხი. მესმის, რომ ტელევიზია ამას გაემიჯნა, მაგრამ არსებობს კითხვები, რასაც გამოძიებით უნდა გაეცეს პასუხი. იმდენად რისკის შემცველი განცხადება იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გუშინდელი განცხადების შემდეგ სერიოზული რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. სიტყვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება 3 მილიონ 700 ათასიანი ქვეყნის, საქართველოს უსაფრთხოებაზე ლაპარაკი. ამას პლიუს კიდევ მილიონნახევარი ქართველი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. ეს გააანალიზოს ყველამ, ვინც ამ განცხადებას მხოლოდ უცნაურს და უხერხულს უწოდებს და მერე გასცეს ამ ყველაფერს პასუხი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დილიდან განაახლა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის