რუსეთის დუმის წევრები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადაცია უნდა მოხდეს და ის რუსეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. ამის შესახებ ვოლოდინმა „ინტერფაქსს“ განუცხადა.

„ამაზე იყო საუბარი დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს - რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ვოლოდინმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა