„რუსთავი 2“-თან მიმდინარე  აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურნენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქციის მონაწილეები არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურნენ. მათი განმარტებით, სიცრუეა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აქცის მონაწილეები არხის შენობაში შეჭრას ცდილობენ.

აქცის ერთ-ერთი მონაწილის, პაატა ცივაძის განცხადებით, ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ შიშველი ხელებით და ყველანაირ ძალადობას გმობენ.

აქციის აღნიშნული მონაწილის განცხადებას სხვა მომიტინგეები ოვაციებით შეხვდნენ.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა