მალხაზ მაჩალიკაშვილი 20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ძმისშვილზე - ჰუსეინთან კომუნიკაცია შეზღუდული მაქვს, არ ვიცი, რა მდგომარეობაშია

თემირლანი კი უდანაშაულო იყო და ამას დღეს ისედაც აღიარებენ, მაგრამ მერჩივნა სამუდამო პატიმრობა ჰქონოდა მისჯილი და ცოცხალი ყოფილიყო, - ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გლდანის ციხეში განაცხადა, სადაც თავისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის (ჰუსეინი) მოსანახულებლად მივიდა.

როგორც მალხაზ მაჩალიკშვილმა აღნიშნა, ის უკვე მეოთხედ მივიდა გლდანის მე-8 დაწესებულებაში, თუმცა 20-21 ივნისის აქციის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ძმისშვილთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლებენ.

"კომუნიკაცია შეზღუდული მაქვს მასთან. არ ვიცი, როგორ მდგომარეობაშია. დღეს ადვოკატი შევა. იქ არის შესული ელენე ხოშტარია. მისგან გავიგებთ ინფორმაციას დაკავებულებზე. რაც ჰუსეინი დაიჭირეს, მეოთხედ ვარ მოსული. თემირლანი უდანაშაული კი ისედაც იყო და ამას დღეს ისედაც აღიარებენ, მაგრამ მერჩივნა სამუდამო პატიმრობა ჰქონოდა მისჯილი და ცოცხალი ყოფილიყო", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, მორის მაჩალიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, 11 თვის განმავლობაში მაინც იდგა მის გვერდით, რომ "ხელისუფლებას ეღიარებინა ის დანაშაული, რაც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპარიით მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩაიდინეს".

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განმარტა, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, რადგან თავისი "სიცოცხლისთვის და გადარჩენისთვის იბრძვის.

"ეს პოლიტიკური რეპრესიებია. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ვინმე დააშინონ, გააჩერონ. ყველაფერზე მიდიან. როცა ხელისუფლება გაბოროტებულია და შეშინებულია, ის არის ყველაზე საშიში. ის თავის სიცოცხლისთვის და გადარჩენისთვის იბრძვის...

ჰუსეინი იყო ის ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეს ვანდობდი და ზუსტად იმიტომ დააკავეს, რომ მე გავეჩერებინე", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა