პარლამენტთან აქციაზე ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის განცხადებით, მათთან უცნობი პირი მივიდა და სთხოვა, რომ გადაცემაში „სირცხვილია“ კითხვის დასმის უფლება მიეცათ. ამ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც უცნობი მამაკაცი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

„უკაცრავად, თუ შეიძლება, მე მგონი დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გამოხატვის საშუალება ყველას გვაქვს“, - აღნიშნა მამაკაცმა.

შეგახსენებთ, პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია 47-ე დღეა მიმდინარეოს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში