ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორებს სასამართლოსთან მანქანით გადაადგილების საშუალება არ მისცეს

საქალაქო სასამართლოს ეზოში მიმდინარე აქციაზე, სადაც 20-21 ივნისს დაკავებულთა ახლობლები არიან შეკრებილნი, ხმაური იყო.

20-21 ივნისს დაკავებულთა ახლობლებმა, რომლებიც საქალაქო სასამართლოს წინ აქციას მართავენ, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორებს მანქანით გავლის საშუალება არ მისცეს. ისინი სკანდირებდნენ სიტყვებს: „სირცხვილია, „სირცხვილია“.

აქციის მონაწილეებმა პროკურორს შესთავაზეს უკუსვლით გასულიყო სასამართლოს ეზოდან და მან საბოლოოდ ტერიტორია სწორედ ასე დატოვა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, საქართველოში ხელისუფლებას სურს ყველა შეაშინოს და პროტესტი ჩაახშოს.

„უნდათ, რომ შეაშინონ ყველა ის ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოდის და რამეს აპროტესტებს. ისე დატოვეს პატიმრობაში 7 ადამიანი არ უფიქრიათ, ისე შეუფარდეს „ტვ პირველის“ მფლობელებს 500 ათასი არ უფიქრიათ, წინასწარ აქვთ ყველაფერი გათვლილი. პროკურორს გვინდა ვუთხრათ რომ სირცხვილია , რასაც აკეთებს. სირცხვილია ეს ყველაფერი“,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა და 7 პირი პატიმრობაში რჩება. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, დაკავებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა.

დაკავებულებს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

ამ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები, დაკავებულების ოჯახის წევრები და მეგობრები საყვირებით და ტრაფარეტებით "სირცხვილია" აპროტესტებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის