შს მინისტრის მოადგილე - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სიტყვა „ულტიმატუმი“ იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს და განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ სოფელ ჩორჩანასთან, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რა მიზანი ჰქონდა სოფელ წნელისთან ქართული ბლოკ პოსტის განთავსებას, რაზეც ქართული მხარის ერთმნიშვნელოვანი პასუხი იყო, რომ საგუშაგო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დგას.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

„არაერთ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მთავარი არის ის, რომ საუბარი შედგა კონსტრუქციულ რეჟიმში, ყოველგვარი გართულებების გარეშე, მშვიდ გარემოში. არაერთი საკითხი განვიხილეთ. პირველი და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს. განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ცალსახაა, რომ ბლოკ საგუშაგო განთავსებულია ერთადერთი მიზნით - უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კითხვებზე, რომლებიც საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ ცხინვალის წარმომადგენლებს, ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს - უსაფრთხოების დაცვას. შესაბამისად, მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში და ჩვენი არგუმენტებით, გარკვეულწილად დავარწმუნეთ ცხინვალის წარმომადგენლები, რომ ერთადერთი მიზანი ჩვენი პოლიციელების არის უსაფრთხოები დაცვა და მეტი არაფერი“, - განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ლოგიკური არგუმენტები იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს ბლოკ საგუშაგო აღნიშნულ ლოკაციაზე განთავსებული, ქართულმა მხარემ ვერ მოისმინა.

„ლოგიკური არგუმენტები, არ დაგიმალავთ და ვერ მოვისმინე. ჩვენ ჩვენი არგუმენტები ვუთხარით და რა თქმა უნდა, ბლოკ საგუშაგო რჩება თავის ადგილას და ჩვენი ბიჭები უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებენ ისე, როგორც წინა დღეებში ახორციელებდნენ“, - აღნიშნა ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ულტიმატუმი არ შეასრულა.

იხილეთ ვიდეო: საოკუპაციო ძალებმა განმარტეს, რომ სიტყვა "ულტიმატუმი" ჟურნალისტების არასწორი ინტერპრეტაცია იყო - შს მინისტრის მოადგილე

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს