ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ჩორჩანაში - ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა კიდევ უფრო კონსტრუქციული იქნება და მეტ შედეგს გამოიღებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სოფელ ჩორჩანაში ვაჟა ლომიძის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსული საჯარისო დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა მეორე დღეა არ გამოჩენილა.

„სოფელში სიმშვიდეა, დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად სოფელ წნელისში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, რაიმე საფრთხის ან დაძაბულობის მოლოდინი არც არის. ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე რუსული საჯარისო დანაყოფის კუთვნილი ტექნიკაც აღარ გამოჩენილა. ვფიქრობთ, რომ ამ დღეებში, ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა კიდევ უფრო კონსტრუქციული იქნება და მეტ შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება ჩვენს პოლიციის საგუშაგოს, კვლავ რჩება იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე დღის წინ განთავსდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ჩორჩანაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის