მეუღლის ინფორმაციით, 20  ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური   საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობს

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური მე-3 დღეა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობს. ამის შესახებ ლევან ჯიქურის მეუღლემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური არ არის. მას ხელი და ფეხი გაკავებული აქვს. ჯანმრთელობის პრობლემები მას ადრეც ჰქონდა. ვიმედოვნებ, რომ გაითვალისწინებენ ლევანისა და მისი ოჯახის მდგომარეობას და 9 სექტემბერს მას გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. თუ 9 სექტემბერს ჩემი მეუღლე არ გაათავისუფლეს, მე მასობრივ პროტესტს დავიწყებ, ყველა დიპლომატიურ სტრუქტურას შევაწუხებ და ვაცნობებ, რომ მე და ჩემს ოჯახს ეს მთავრობა უპატრონოდ გვტოვებს“, -განაცხადა ლევან ჯიქურის მეუღლემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში