პარლამენტთან აქცია 4 სექტემბერს, 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტის შენობის წინ აქცია "სირცხვილია" დასრულდა. აქცია 4 სექტემბერს, 19:00 საათზე განახლდება. მანამდე კი, 13:00 საათზე, „სირცხვილიას“ ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილი აქციას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გამართავს და მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას გააპროტესტებს.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, შერჩევის პროცედურა დარღვევით მიმდინარეობდა, ხოლო თავად საბჭოს შემადგენლობა არ სარგებლობს საზოგადოების ლეგიტიმაციით.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ორგანიზატორები აღნიშნავენ რომ სამთავრობო ცვლილებებმა მათი გეგმებიც შეცვალა და კონკრეტულ აქტივობებზე იმსჯელებენ, თუმცა აქცია პარლამენტის შენობის წინ ყოველდღე გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის