თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მორიგი საზაფხულო კლინიკური სტაჟირება გაიარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგ საზაფხულო კლინიკურ სტაჟირებას, ამჯერად, ონდოკუზ მაის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამ (სამსუნი, თურქეთი) უმასპინძლა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

12 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, აღნიშნულ კლინიკაში თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, საზაფხულო სტაჟირებაზე თსსუ-ის ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ომარ სამუშია ხელმძღვანელობდა. მათ, პირველ სასწავლო დღეს, ონდოკუზ მაის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და თითოეული მიმართულების ხელმძღვანელი შეხვდა.

„სტუდენტები საზაფხულო სტაჟირების განმავლობაში გადანაწილებულნი იყვნენ: რადიოლოგიის, ოფთალმოლოგიის, ნეიროქირურგიისა და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტებში. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფესორი ჩეტინ ჩელენკი, კურატორი - მესუტ ოზილი, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფესორი აჰმეტ ბაიდინი, ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფესორი ჯენგიზ ჩოკლუკი, ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პროფესორი ინჩი გუნგორი, მათ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ.

სტუდენტები ესწრებოდნენ კონსულტაციებს, გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს. ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, ამუშავებდნენ სამედიცინო ლიტერატურას, არჩევდნენ საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს პროფესორებთან ერთად. საზაფხულო კლინიკური სტაჟირების დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!