თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის კლინიკურ ბაზებზე იმყოფებოდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების 20 სტუდენტი საზაფხულო სტაჟირების გასავლელად ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის (უკრაინა) კლინიკურ ბაზებზე იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სტუდენტებს თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლალი ხუციშვილი კურირებდა. სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ტარდებოდა გადაუდებელი მედიცინის, სასამართლო მედიცინის, მეანობისა და გინეკოლოგიის, კარდიოლოგიის და ზოგადი ქირურგიის კათედრებზე.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მომზადების მაღალი დონე გამოავლინეს, რის გამოც ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლებისგან განსაკუთრებული შეფასება მიიღეს.

მედიკო-პროფილაქტიკური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იგორ ვორონჟევმა მადლობა გადაუხადა ქართველ სტუდენტებს, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს.

სტაჟირებაში მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა.

უნივერისტეტის ინფორმაციით, ხარკოვის დიპლომისშემდგომი სწავლების სამედიცინო აკადემიის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრ ხვისიუკმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას საქართველოსა და უკრაინაში სამედიცინო განათლების სფეროში შეტანილი დიდი წვლილისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა. ასევე, მადლობის წერილი მიიღო ლალი ხუციშვილმა სტუდენტებისთვის გაწეული ღვაწლის გამო“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2019
ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო
ლუდი „სტაროპრამენის“ სიურპრიზები სმეგ მაცივრის გათამაშებით გრძელდება