მეუფე იაკობი - გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური  „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო

გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს(მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

მისივე თქმით, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

მეუფე იაკობის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შედგა.

„კვირიკაშვილის დროს დამიძახეს შეხვედრაზე. კვირიკაშვილი იყო, ვახო გომელაური იყო და ცოტა დაგვიანებით მოვიდა გახარია. „მეჩალიჩებოდნენ“, ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე მაგათ ვუთხარი: ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ მეთქი.

პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე - მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მეუფე პეტრეს კვირიკაშვილი არ შეხვდა, შეხვდნენ გახარია და გომელაური. ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა.

მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ის პატრიარქთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არიან წმინდა სინოდში ის ადამიანები, რომლებთანაც ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობას ცდილობენ, მეუფე იაკობმა უპასუხა, რომ ყველასთან, თუმცა მასთან არა, რადგან მას ყველა „კიდია“.

„პირდაპირ გეტყვით, მათთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ. მე მაგას არ დავუშვებ. ვინც დავასახელე, ყველაზე შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, ყველას ძალიან გადავუვლი თავზე. რომ ჰგონია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელია...დღევანდელი ხელისუფლება ვისთან მოქმედებს, იმის დოკუმენტებიც მაქვს. ვისაც საგინებელი აქვს, არამარტო ვაგინებ, დედებს მოვუკითხავ ყველას. ყველასთან ცდილობენ თანამშრომლობას. ჩემთან ვერ ეცდებიან იმიტომ, რომ მაპატიეთ და მკიდია, ბიძინათი დაწყებული, ყველათი დამთავრებული,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის