თეოლოგი ბექა მინდიაშვილი - საპატრიარქო სინოდის უკლებლივ მთელმა შემადგენლობამ უნდა დატოვოს

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის განცხადებით, საპატრიარქო, მეუფე პეტრესთან ერთად, სინოდის უკლებლივ მთელმა შემადგენლობამ უნდა დატოვოს, მათ შორის, პატრიარქმაც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მინდიაშვილმა განუცხადა, მათ ეკლესია კოლაფსამდე და უფსკრულამდე მიიყვანეს.

„ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ არსებული შემადგენლობით, მთელი სინოდი, უკლებლივ ყველა მღვდელმთავარი, ვალდებულია ბოლომდე გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში. კოლაფსის წინაშე დგას მთელი საპატრიარქო, ეკლესიის ადმინისტრაცია. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამ ფორმით ვეღარ მართავენ ეკლესიას, აღარ იმსახურებენ მრევლის ნდობას და უნდა წავიდნენ თავ -თავიანთ მონასტრებში. ეს არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი. ჩვენ დავინახეთ, რომ წლების განმავლობაში, ამ ფორმით ეკლესიის მართვამ მიიყვანა ერთი მხრივ საპატრიარქო, ეკლესიის ადმინისტრაცია, კოლაფსამდე და მეორე მხრივ, უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას, რამდენადაც მისცა ხელისუფლებას ეკლესიის შიდა საქმეებში ადმინისტრაციული ჩარევის უფლება, რაც ამოვიკითხეთ იაკობის მონათხრობიდან. უნდა დატოვოს ყველამ საპატრიარქო, ყველას ვგულისხმობ და პირველ რიგში პატრიარქს. თვითონაა პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა. ეს არ არის ერთი დღის საქმე. ეს არის ჩემი სურვილი, თუმცა, სამწუხაროდ ამას ახდენა არ უწერია. ყველაზე რეალური გამოსავალი ეს იქნებოდა. ისინი ვერ მართავენ ეკლესიას და უფსკრულის წინ დააყენეს, ერთი ნაბიჯია უფსკრულამდე თუ უკვე უფსკრულში არ არის გადაჩეხილი, ეკლესიის ადმინისტრაცია - საპატრიარქო“, - განაცხადა მინდიაშვილმა.

მისივე თქმით, აქ მთავარია, მღვდელმთავრებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ეკლესიაში შექმნილ უმწვავეს კრიზისზე.

გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსთან“ თეოლოგმა ასევე ისაუბრა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ის იშუამდგომლებს პრეზიდენტთან დეკანოზის გასათავისუფლებლად.

მინდიაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საპატრიარქომ მამალაძის ოჯახის შანტაჟს წერილის არსებობასთან დაკავშირებით, პასუხი ამ ფორმით გასცა.

„ორი წელია გვესმის დეკანოზისგან და მისი დამცველი პირებისგან, ასევე ოჯახის წევრებისგან, რომ არსებობს რაღაც წერილი. ეს ჰგავს შანტაჟს და არ არის გამორიცხული, მართლაც ესე მოხდა, ამ შანტაჟს ამ ტიპის პასუხი გასცეს, რომ აღარ მიეცეს მსვლელობა “, - განაცხადა მინდიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში