რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტის შეთავაზება მომწონს, შეწყალების საკითხზე კოლექტიური ორგანოს შექმნა უპრიანია, რადგან პირადი პასუხისმგებლობა დიდად სანდო მექანიზმი არ არის

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიესალმება პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაკეთებულ შეთავაზებას, რომელიც შეწყალების საკითხზე სათათბირო ორგანოს შექმნას გულისხმობს.

როგორც რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული შეთავაზება შეწყალების საკითხში გარკვეული გამოსავალიც არის.

ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, მსჯავრდებულის შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, ხოლო, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება პარლამენტმა გაითვალისწინოს, კონსტიტუციაში ცვლილება უნდა განხორციელდეს.

„პრეზიდენტი ანალოგიურ სტრუქტურას ადრეც ითხოვდა, რომელიც მას ააცილებდა ამ რთულ საკითხს. როგორც ჩანს, ახლა მივიდა შეთანხმებამდე. ეს შეთავაზება გამოსავალი არის იმ მხრივ, რომ რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს. ნახეს, რომ პირადი პასუხისმგებლობა დიდად სანდო მექანიზმი არ არის, ამიტომ ასეთი კოლექტიური ორგანო ალბათ, უპრიანია. გვახსოვს არსებობდა კოლექტიური ორგანო და იქაც პრობლემა იყო. პრეზიდენტის ეს შეთავაზება ახლა მომწონს და არ მომწონს, რომ ადრე ვერ მოახერხა ამდაგვარი შეთავაზების ბოლომდე გატანა. პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ მისთვის შეიძლება ითქვას, მიუღებელი, უხერხული და არაკომფორტული იყო ამ საკითხებში ჩართვა და ხომ იცით, ნაძალადევი სიყვარული არ ვარგა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა და როგორც სააგენტოს აცნობა, სწორედ კომისიის ან სათათბირო ორგანოს შექმნაა „შეწყალების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის ძირითადი არსი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს