ლევან დავითაშვილი ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, ამბროლაურში, რაჭის მოსახლეობას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დააყენა, მათ შორის ხე-ტყის მოპოვებასა და არაკომერციული მიზნით ქვიშა-ხრეშის ხელმისაწვდომობაზე.

ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააცნო და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულია მათი საჭიროებები.

„მოსახლეობასთან შეხვედრების ასეთი ფორმატი საშუალებას გვაძლევს, უფრო კარგად გავიგოთ იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც რეგიონებში არსებობს და შემდგომ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ როგორც საკანონმდებლო დოკუმენტებში, ასევე, სახელმწიფო პროექტებსა და აქტივობებში. მოსახლეობის მხრიდან იყო შენიშვნები, რომელიც ჩვენ უკვე ავსახეთ მარეგულირებელ დოკუმენტებში და სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე გაითვალისწინა. ესენია ტყით სარგებლობის და ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხები, რომლებიც უკვე ინიცირებულია და მთავრობა უახლოეს ხანებში მიიღებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის 253 სოფელში, 203 შეხვედრა გაიმართა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს