ცოტნე გამსახურდიას მეუღლე - სოლოღაშვილი მოერეოდა ცოტნეს? ეს ზღაპრები არავის სჯერა - პეტრე ყუფარაძის ამბავი მადარდებს, რადგან შეიძლება ბევრი წელი მოიხადოს იმისთვის, რაშიც დამნაშავე არ არის

სოლოღაშვილი მოერეოდა ცოტნეს? ეს ზღაპრები არავის სჯერა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა. მისივე თქმით, საქმეში რამდენიმე პირი ფიგურირებს და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

„არ არის გამორიცხული ბევრი რამე შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ბრალდებულთა რიცხვი უნდა შეიცვალოს. პეტრე ყუფარაძის ამბავი მადარდებს ძალიან. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება. რეალურად ეს არის ადამიანი, ვინც ცოტნე გადაარჩინა და ახლა შეიძლება მან ბევრი წელი მოიხადოს იმ საქმისთვის, რაშიც დამნაშავე არ არის. საქმეში, სულ მცირე, ორი ცივი იარაღი ფიგურირებს, იყო ყავარჯენიც, იყო ბლაგვი საგანიც. ერთი ადამიანი ამდენ იარაღს ვერ დაიჭერდა, ვერც ორი, კიდევ ვიღაც ურტყამდა. ესენი არიან ბანალური ქურდბაცაცები, რომლებიც ევროპაში გადადიან ქურდობისთვის. ერთი გერმანიაში იხდიდა სასჯელს, ერთი საფრანგეთში, მესამე ორჯერ იყო პატიმრობაში საქართველოში. ერთერთი ცოლის გვარზეც კი გადავიდა ამის გამო. ის, რომ ცოტნეს ერთი ადამიანი მოერეოდა, ამას მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა. ყველამ იცის, რომ საქმეში სხვა პირებიც იყვნენ, უბრალოდ სამართლებრივი საფუძვლები უნდა იყოს იმისთვის, რომ იმ პირების დაკავება მოხდეს, რომლებიც ამ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ", -განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად ორი დღის წინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის