ადვოკატი - არ გამოვრიცხავთ არც ერთ ვერსიას, ვიდრე ცოტნე გამსახურდია თვითონ არ გააკეთებს განმარტებებს - ჩვენ ვცდილობთ, არ იყოს სპეკულაციები

ვერავინ აუვლის გვერდს ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, ვინც არ უნდა იყოს ის და რა ძალებიც არ უნდა იდგნენ მათ უკან, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, ისინი ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის ვერც ერთ ვერსიას ვერ გამორიცხავენ, მათ შორის ვერ სიტუაციურად წარმოშობილ კონფლიქტს.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ერთ ვერსიას, ვიდრე ცოტნე გამსახურდია თვითონ არ გააკეთებს განმარტებებს. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, არ იყოს სპეკულაციები სხვადასხვა ვერსიებთან მიმართებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვუშვებ, რომ ყველა ვერსია ამ ეტაპზე არის დასაშვები, როგორც სიტუაციურად წარმოშობილი კონფლიქტი, ისე მის მიმართ წინასწარ დაგეგმილი სპეკულაცია. მე ანგარიშს ვუწევ და არ ვასაჯაროვებ პირადი სახის ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება თითოეულ ბრალდებულს, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თითოეული მათგანი არის სისხლის სამართლებრივ დანაშაულში მხილებული და კონფლიქტში მყოფი კანონთან, ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ. ეს ადამიანები იყვნენ კრიმინალთან შემხებლობაში, მათი ქმედებები, სისასტიკე, რომელიც განახორციელეს ცოტნე გამსახურდიას მიმართ, დამახასიათებელია სწორედ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისთვის. მათი შემდგომი ქმედებები, დანაშაულის საგნის, დანების მოშორება, შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, ეს არის დამახასიათებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველად არ არიან კონფლიქტში კანონთან,“- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი დღეს პროკურატურასთან კომუნიკაციას და დამატებითი მასალების გაცნობას გეგმავს. ამირან გიგუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას ექნება წერილობითი რეკომენდაციები საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით, რომლებსაც ასევე პროკურატურას მიაწვდის.

„გავეცნობი დამატებით მასალებს, რა გაკეთდა ამ ორი-სამი დღის განმავლობაში, იმიტომ, რომ იცით, იქ იყვნენ სუფრის წევრები, თვითონ ბრალდებულების განმარტებით, მინიმუმ 10 ადამიანი და მათი ვინაობა არ იყო დადგენილი დღემდე. ჩვენ გვესმის, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოქმედებდა საგამოძიებო ორგანო და იმ ეტაპზე მიმდინარეობდა ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები ბრალდებულების დაკავების, მათი ჩვენებების მოპოვებისა და ბრალდებულების სახით პასუხისსგებაში მიცემის მიზნით. ახლა უკვე გვაინტერესებს შემდგომი ეტაპი რა განხორციელდება. მე ასევე მექნება წერილობითი რეკომენდაციები, რომლებსაც ვერ გავასაჯაროვებ, მაგრამ გადავცემ პროკურატურას ჩვენს მოსაზრებებს თუ რა არის გასაკეთებელი ამ საქმეში“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის