ცოტნე გამსახურდიას მეუღლე - ოპერაციები, რომელიც ცოტნეს ჩაუტარდა, თურქეთის კლინიკაში დადებითად შეფასდა და დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ სჭირდება

ოპერაციები და მკურნალობა, რომელიც საქართველოში ცოტნე გამსახურდიას ჩაუტარდა, თურქეთში, ამერიკულ კლინიკაში დადებითად შეფასდა და მკურნალობას განაგრობენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა გამსახურდიას თურქეთის კლინიკაში გადაყვანის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას თურქეთში დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ ესაჭიროება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მეც მივდივარ ახლა თურქეთში. გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება, არანაირი ოპერაცია საჭირო არ არის. ოპერაციები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ძალიან კარგად შეაფასეს, არც მკურნალობაზე არ ყოფილა რაიმე პრეტენზიები გამოთქმული. მკურნალობას განაგრძობენ, იმედი არის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, როგორც ჯაბაური ამბობს, დაკავებული პირებიდან ერთი გაათავისუფლეს, თუმცა, იმედი აქვს, რომ მასზეც სამხილებს იპოვიან.

„4 პირია დაკავებული, ერთი ცოტნეს მეგობარია, რომელიც ცოტნეს დაეხმარა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი სამი დაკავებულია თავდასხმისთვის - აქედან ორი მკვლელობის მცდელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში. ერთი შეუტყობინებლობისთვის და ერთი, რომელზეც სამხილები არ ჰქონდათ საკმარისი გაუშვეს, ერთ-ერთი დამნაშავის ძმა. ვფიქრობ, რომ მასზეც გამოვლინდება სამხილები, რადგან ისიც არ იყო იქ გულხელდაკრეფილი. გამოძიებას ჯერჯერობით ვენდობი, რადგან ეს პირები ოპერატიულად აიყვანეს“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, რამდენიმე დღის წინ კი თურქეთში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ცოტნე გამსახურდია ოჯახმა საქართველოდან წაიყვანა - რას ამბობს მისი მეუღლე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა