გიორგი ვაშაძე - ანაკლიის პორტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის და ამას ებრძვის "ქართული ოცნება"- ფიქრობენ, რომ მშიერი ადამიანები უფრო მარტივად სამართავი არიან

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტა, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ინტერესია საქართველოს არ ჰქონდეს ეკონომიკური პერსპექტივა.

"ანაკლიის პორტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის და შესაბამისად, ამას ებრძვის "ქართული ოცნება". ისინი ფიქრობენ, რომ მშიერი ადამიანები უფრო მარტივად სამართავი არიან არჩევნების თვალსაზრისით,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა რომან კაკულიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ კაკულიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება რუსულ დავალებებს ასრულებს.

"თუ რომან კაკულია ასე ფიქრობს, მაშინ უნდა დატოვოს უმრავლესობა, რადგან თუ ეს ყველაფერი ხელისუფლებამ რუსული საფრთხისთვის გააკეთა, მაშინ რუსეთის დავალებას ასრულებს ხელისუფლება. მან უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა რუსული დავალების შემსრულებელი ხელისუფლების თანამონაწილე იყოს",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის