არჩილ თალაკვაძე - ანაკლიის პროექტი ბოლომდე იქნება მიყვანილი, იქნება უფრო დახვეწილი და მასში უფრო საიმედო ადამიანები ჩაერთვებიან

მე დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის ეკონომიკური პროექტი იქნება ბოლომდე მიყვანილი, იქნება უფრო გამართული, უფრო დახვეწილი და მასში უფრო საიმედო ადამიანები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ანაკლიის პორტის აშენება, თუმცა ამისათვის ფული არ ჰქონდა, არის ტყუილი.

„ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის სურდა ანაკლიის პორტის აშენება და ამისთვის ფული არ ჰქონდათ. მან დაასახელა სავარაუდო რიცხვი - 220 მილიონი, რაც სჭირდებოდა პორტის მშენებლობას და თქვა, რომ ეს ფული არ ჰქონდა სახელმწიფოს, არ ჰქონდა ხელისუფლებას, მაგრამ დაავიწყდა, რომ ამავე დროს ააშენა მეორე პარლამენტი, ააშენა საკუთარი რეზიდენცია, რასაც უფრო მეტი თანხა დაახარჯა, ვიდრე პორტის მშენებლობისთვის იყო საჭირო. ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავაგრძელებთ სტრატეგიული, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჩვენ დავიწყებთ ძიებას ახალი ინვესტორების ჩასართველად ამ პროექტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის ეკონომიკური პროექტი იქნება ბოლომდე მიყვანილი, იქნება უფრო გამართული, უფრო დახვეწილი პროექტი და მასში უფრო საიმედო ადამიანები ჩაერთვებიან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის