რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამორიცხავს, რომ „ანაკლიის კონსორციუმთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულება აღდგეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გამორიცხავს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულება აღდგეს.

უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ გრძელდება ანაკლიის პორტის პროექტის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

“საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვარის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, წერილობითი შეტყობინებით, იმავე დღეს ჩაბარდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად ითვალისწინებს 60 - დღიან წინა საარბიტრაჟო ვადას, მაგრამ ეს ვადა უნდა გამოიყენოს იმ მხარემ, რომელიც გეგმავს საარბიტრაჟო დავის წამოწყებას და მხოლოდ წინა საარბიტრაჟო პროცედურებზე მოლაპარაკებას საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების მიზნით.

მხარეთა შორის 60 - დღიან პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია.

ამდენად, საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივას, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობას და იწყებს პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს,”-აღნიშნულია განცხადებაში.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“