სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს. მათივე ცნობით, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

"N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ვიზიტი დასრულდა

დღეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა, მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, თუმცა, მისი თქმით, როგორც ჩანს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „მაინც გავიდა“.

„რამოდენიმე ადამიანს შევხვდი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ვანო მერაბიშვილი, თუ ბაჩო ახალაია. რომ მქონოდა სურვილი, ვის ვხვდები და რატომ ვხვდები ამას ვიტყოდი. მე ვწყვეტ რატომ, როდის და სად მოვიდე; აქ პატიმრების სურვილით მოვედი, კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია, რადგან თავად პატიმრებს სურთ ასე“,-განაცხადა ლომჯარიამ დაწესებულების დატოვების შემდეგ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს