„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი - იურისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, მთავრობას შევთავაზებთ კონკრეტულ ხედვას, როგორ შეიძლება საარბიტრაჟო დავა თავიდან ავირიდოთ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ხედავს კონსორციუმი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავის თავიდან არიდებას, დამუშავების პროცესშია. ამის შესახებ ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა მოთხოვნებს წაუყენებს კონსორციუმი მთავრობას და მათ შორის, შესაძლოა, თუ არა კონსორციუმმა უკვე განხორციელებული75 მილიონი დოლარის ინვესტიციის უკან დაბრუნება მოითხოვოს, ახვლედიანი შემდეგნაირად პასუხობს:

„კონკრეტული მოთხოვნები ამ ეტაპზე შემუშავებული არ გვაქვს. ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს, იურისტები მუშაობენ. მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც ფორმულირებული გვექნება ხელშეკრულებასთან თუ ჩვენს ინვესტიციასთან მიმართებაში, მთავრობას შევთავაზებთ კონკრეტულ ხედვას , თუ როგორ შეიძლება დავა თავიდან ავირიდოთ.

რა თქმა უნდა , იურიდიულ მოთხოვნებთან ერთად არის ფინანსური მოთხოვნები. ზოგადად,ჩადებულ ინვესტიციასთან ერთად არის რეპუტაციული ზიანი , რომელიც კონკრეტულ ფინანსურ მოთხოვნაში გაერთიანდება. ჯამში რა რაოდენობის თანხაზე და რა საკითხებზე იქნება საუბარი, დეტალებს უახლოეს დროში გავაჟღერებთ “,-აღნიშნა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, არბიტრაჟის შემთხვევაში კონსორციუმის არგუმენტები მყარი იქნება, რამდენადაც მთავრობის ქმედებებმა და გარკვეულწილად უმოქმედობამ, შეუშალა ხელი პროექტის წარმატებას და ამის მტკიცებულებები არსებობს.

შეგახსენებთ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან საარბიტრაჟო დავის ინიციატორი კონსორციუმია, სწორედ მან უნდა წარუდგინოს მთავრობას ხედვა, თუ რაში ხედავს საარბიტრაჟო დავის თავიდან არიდების რესურსს და რა მოთხოვნები აქვს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 იანვარს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. მხარეებს 60 დღიანი წინა საარბიტრაჟო ვადა აქვთ, რომელიც დავის თავიდან აცილების მიზნით მოლაპარაკებისთვის უნდა გამოიყენონ.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს