კახა კალაძე - გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებს შევთავაზეთ საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისია გამოგზავნონ

გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, დამატებით ჩვენ ევროპარლამენტარებს შევთავაზეთ საქართველოში გამოგზავნონ ფაქტების შემსწავლელი მისია,- ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა.

"როგორც პრესაში გაჟღერდა, ევროპარლამენტის ძირითადი პარტიების დეპუტატების ინფორმიერებასთან ერთად გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ევროპარლამენტარებს დამატებით შევთავაზეთ, საქართველოში გამოგზავნონ ფაქტების შემსწავლელი მისია, რათა გულდასმით შეისწავლონ/შეაფასონ ამ სისხლის სამართლებრივი საქმის არსი და პროცედურული მხარე, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად",- წერს კალაძე "ტვიტერზე".

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე პარტიის აღმასრულებელ მდივანთან ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება და ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა