ევროპარლამენტარები - გიგი უგულავას შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები პროცედურასთან დაკავშირებით, მის დროულობასა და მოტივაციის შესახებ

ევროპარლამენტარები გიგი უგულავას დაკავების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობს, ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი საყრდენია.

„ეს ასევე არის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ნაწილი, რომელიც მას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გააჩნია. სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით გააჩინა კითხვები პროცედურასთან დაკავშირებით, მის დროულობასა და მოტივაციის შესახებ. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც საქართველოშია.

საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგძელება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საარჩენო რეფორმის შესახებ იმ კონსენსუსის მიღწევისთვის, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ საქართველოს პარლამენტის წევრ მოკავშირეებთან მჭიდრო კონტაქტში ვრჩებით“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირსა და საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი და საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე, სვენ მიქსერი აწერენ ხელს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს