ირაკლი შოთაძე უგულავაზე - არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ყოფილი მერის მიერ ჩადენილი სხვა კორუფციული  ფაქტები  - „თბილსერვისის“ საქმე, სადაც 5 მილიონამდე ლარის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება მოხდა

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, „თბილსერვისის“ საქმეზე 5 მილიონამდე ლარის პარტიული მიზნებისთვის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა.

შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ პერიოდში, მერიის მიერ „სითი პარკისთვის“ თანხების არამიზნობრივი ჩარიცხვა შესაბამისი დარღვევებით ხდებოდა.

„არ შეიძლება არ გავიხსენოთ ყოფილი მერის მიერ ჩადენილი სხვა კორუფციული ფაქტები, რაზეც ასევე დადგენილი არის განაჩენი. შემიძლია გაგახსენოთ დასუფთავების სამსახურის- „თბილსერვისის“ საქმე, სადაც მსგავსი მეთოდით მოხდა პარტიული მიზნებისთვის 5 მილიონამდე ლარის გამოყენება. ასევე , მინდა გაგახსენოთ „სითი პარკის“ საქმე, რომელზეც ჯერჯერობით განაჩენი დამდგარი არ არის. როგორც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს არსებითი განხილვა, სადაც მერიის მიერ შესაბამისი დარღვევებით ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ჩარიცხვა „სითი პარკისთვის“. საუბარია 2 მილიონამდე ლარზე. რაც შეეხება მიყენებულ ზიანს, როგორ უნდა მოხდეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ამის შესაბამისი სამართლებრივი გზა არსებობს, რაც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განხორციელდეს. დღეს საკმაოდ ხმამაღლა შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ეს დანაშაული იყო იმიტომ, რომ სამივე ინსტანციის განაჩენი არის უკვე დამდგარი. იმ უწყებას, რომლის საბიუჯეტო ასიგენებები არამიზნობრივად გაიხარჯა, უფლება აქვს სამოქალაქო წესით იდავოს იმ არაკეთილსინდისიერი მოხელეების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამ თანხების არამიზნობრივი გახარჯვა და სამოქალაქო წესით მოითხოვოს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს არის სამართლებრივი გზა, როგორც უნდა მოხდეს ამ თანხების ამოღება. რაც შეეხება 14 მილიონ ლარს და ამ ქმედებაში ჩართულ სხვა შესაძლო პირებს, შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ასეულობით ადამიანზე იყო პლასტიკური ბარათები დამზადებული, მაგრამ რეალურად, ბარათები მოქალაქეების სარგებლობაში არ იყო“,-განაცხადა შოთაძემ.

იხილეთ ვიდეო: გენ. პროკურორობის კანდიდატმა გიგი უგულავას საქმეზე ისაუბრა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო