მიხეილ სააკაშვილი - ახალგაზრდობის დიდი რაოდენობა უნდა მოვიდეს სამართავად ხელისუფლებაში, კონცეფცია მთლიანად შევცვალოთ - ნატამალი აღარ გვქონდეს არც ავტორიტარიზმის, არც ფეოდალიზმის, მითუმეტეს ერთი კაცის მმართველობის

ივანიშვილმა არჩევნები მოგვიგო და პირველი დღიდან გაფარჩაკებულია, მთელი ცხოვრება ბოღმა ხეთქავს შუაზე და სახეზე აწერია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბოღმის რეალიზაციას ბოლომდე ვერ ახდენს და იტანჯება.

„გამარჯვებული შურისძიებას რომ დაიწყებს, ის წაგებულია. ივანიშვილმა არჩევნები მოგვიგო და პირველი დღიდან გაფარჩაკებულია, მთელი ცხოვრება ბოღმა ხეთქავს შუაზე და სახეზე აწერია. იმის მაგივრად, რომ ამ გამარჯვებით დამტკბარიყო, ასჯერ უფრო მეტად იტანჯება. ბოლომდე ვერ ახდენს თავისი ბოღმის რეალიზაციას. ჩვენ ჯერ არ გაგვიმარჯვია და ასჯერ ვჯობივართ. რომ გავიმარჯვებთ, ათასჯერ უნდა ვაჯობოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა, ყველაფერი გამოგვივა“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ვერტიკალური ხელისუფლების და ისტრუქციების გაცემის დრო დასრულდა, რადგან ახლა საზოგადოება ბევრად უფრო თანასწორი და გონებაგახსნილია.

„ჩვენი ამოცანა არ არის ვინმესთან დაპირისპირება. ეს არის პლატფორმა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ძალების, ადამიანების ერთად ყოფნის. მინდა, „ქართული ოცნების“ წევრებს ვუთხრა, იმაზე მაინც უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ თქვენი შვილები, ჩვენი შვილები ძალიან ნიჭიერები არიან. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია თქვენს ოჯახებშიც. ერთად ვისწავლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულად პატარაა, მაგრამ განსაკუთრებული წარმატების, ისტორიის მქონე. მოდით, წარსულზე ნუ ვიკამათებთ. მომავალში შევქმნათ ისეთი წარმატება, რომელზეც ყველა შევთანხმდებით, რომ ეს არის წარმატებული, მიუხედავად იმისა, წარსულში „ოცნებაში“ ვიყავით, „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ ნებისმიერ სხვა პარტიაში. დამთავრდა დრო ვერტიკალური ხელისუფლების, ზემოდან ქვემოდან ინსტრუქციების მიცემის. ახლა საზოგადოება ბევრად უფრო თანასწორი, ბევრად უფრო გონებაგახსნილი და ბევრად უფრო მონდომებულია, რათა თავზე არავინ დაისვას. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებამ ისწავლოს თავისი თავისა და ქვეყნის მართვა. ახალგაზრდობის დიდი რაოდენობა უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში სამართავად და კონცეფცია მთლიანად შევცვალოთ. ნატამალი აღარ გვქონდეს არც ავტორიტარიზმის, არც ფეოდალიზმის, მითუმეტეს ერთი კაცის მმართველობის“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?