ანა ჯაბაური - სრული სიცრუეა, რომ ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა დამძიმდა

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდია თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სტანდარტის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.

როგორც ანა ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება და მისი სხვა ჰოსპიტალში გადაყვანა არ იგეგმება.

„ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტის, ძვირადღირებული და საკმაოდ ცნობილი ჰოსპიტალი, რომელშიც ყველა ექიმმა კარგად იცის თავის საქმე. გარდა იმისა, რომ მე აქ ვიმყოფები და ცოტნესთან ვარ, პროფესიით ვარ ექიმი და არანირი ლაფსუსი მე არ გამომეპარება. ცოტნეს უკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა და უკვე როდესაც რეაბილიტაცია იქნება საჭირო, საჭირო მომენტში იგი გადავა სხვა კლინიკაში სარეაბილიტაციოდ. არავითარი თურქულ კლინიკაში და სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა არ მოხდება,ჩვენ გადავიყვანთ მას პირდაპირ სარეაბილიტაციო ცენტრში, როცა ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

როგორც მან აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სრული სიცრუეა ის, რომ დამძიმდა ცოტნეს მდგომარეობა. ცოტნე არის კარგად და სტაბილურად. ხანგრძლივი პროცესია და ნელ-ნელა მიდის გაუმჯობესება, მაგრამ დინამიკა არის დადებითი და ცოტნე არის კარგად“, - აცხადებს ჯაბაური.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას დედის მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის მდგომარეობა „კრიტიკულად მძიმეა“.

„გთხოვთ გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან ან სამუდამო დაინვალიდებისაგან. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მესამე თვე სრულდება სტამბულის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან . შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფირებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ცოტნეს მდგომარეობას დიამეტრალურად შეცვლის”, - წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია თავის „ფეისბუქ“ გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო