StopCoV ფონდში  ჩარიცხული თანხა  700 ათასი  ლარით გაიზარდა

6 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 23 მილიონი 500 ათასი ლარია მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფონდში შენატანები განახორციელეს როგროც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა: არქეოპოლისი, 50 ათასი ლარი; ტიფლისიდისტილერი * TIFLISIDISTILLERY, 50 ათასი ლარი; შპს „აგროვინი’’, 50 ათასი ლარი; ჯეორჯიან პროდაქტსი, 50 ათასი ლარი; ავიასერვისი, 30 ათასი ლარი; ილია ქუტიძე, 30 ათასი ლარი; შპს ნეოტექი, 25 000 ლარი ; სადაზღვევო კომპანია უნისონი, 20 ათასი ლარი; ორიენტ ლოჯიკი, 20 ათასი ლარი; ბელუქსი, 20 ათასი ლარი; ალფა რეზიდენსი, 20 ათასი ლარი; სანდრო რთველაძე, 15 ათასი ლარი; ფოლადის სახლი, 10 ათასი ლარი; ინვესტ გრუპ ჯორჯია, 10 ათასი ლარი; თამარ ტალიაშვილი, 10 ათასი ლარი; თემურ უსტიაშვილი, 10 ათასი ლარი; გიორგი გველესიანი, 10 ათასი ლარი; დავით ქოჩიაშვილი, 10 ათასი ლარი; შპს ქინძმარაული, 10 ათასი ლარი; ბასა გრუპი, 10 ათასი ლარი; თაიმსერვისი, 10 ათასი ლარი; შპს ბაუფლექი, 5 000 ლარი ; შპს ATEF Georgia, 3 ათასი ლარი; მოდერნრუფინგ, 2 ათასი ლარი; გიორგი ცინცაძე, ათასი ლარი.

„ამასთან, "ქართული ოცნების" მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ. StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund მადლობა ერთიანობისთვის“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს