რეგიონულ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათი ცნობით, დოკუმენტს ხელს აწერენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთად გახსნიან რეგიონალურ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან (COVID-19) და ჯანმრთელობის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებულ საინფორმაციო კუთხეებს. საინფორმაციო კუთხეების მიზანია, ჯანმრთელობის საკითხებზე, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

„დიდი საქმეები განახლდა: ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სოფლის ბიბლიოთეკებში და სკოლების ბიბლიოთეკებში, მათ შორის არაქართულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში COVID 19 – თან და სხვა ინფექციებთან დაკავშირებით საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა“ , - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო