შეჯიბრის დაწყებამდე ყველა სპორტსმენს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის ან თვითიზოლაციის გავლა მოუწევს

შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ ყველა სპორტსმენმა და ნაკრების ან კლუბის მთლიანმა პერსონალმა უნდა გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, კარანტინის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სრული შემადგენლობის ტესტირება და შეკრებაზე და შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ COVID-19 ტესტირების უარყოფითი შედეგის მქონე პირები.

ამასთან, სპორტული შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში დადგენილ ლოკაციებზე უნდა დაწესდეს საკარანტინო ზომები, რაც შეზღუდავს ნებისმიერი პირის ბაზაზე შესვლას ან ბაზიდან გასვლას, გარდა სასურსათო მომარაგებისა და დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირებისა. სპორტსმენებსა და პერსონალს ყოველდღიურად, შეჯიბრის ან ვარჯიშის დაწყების წინ უნდა უტარდებოდეს თერმოსკრინინგი.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა