ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში რუსთავისა და წყნეთის ჯგუფებიც ჩაერთვებიან, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, ვარკეთილში შერეული ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში რუსთავისა და წყნეთის სამაშველო ჯგუფებიც ჩაერთვებიან.

მისი თქმით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ამ დროისთვის 21 სახანძრო-სამაშველო ცისტერნაა ჩართული.

"მეხანძრე-მაშველები აკეთებენ ყველაფერს, რათა მოხდეს ცეცხლის მაქსიმალურად მალე ლოკალიზება. ძალიან დიდი გართულებები ამ ეტაპზე არ არის", - განაცხადა კერესელიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა