ოთარ კერესელიძე - ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია

ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, არანაირი გავრცელების საფრთხე არ არის, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, მეხანძრე-მაშველები ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

„ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, არანაირი გავრცელების საფრთხე არ არის. არის დარჩენილი პატარა კერები, სადაც განთავსებულია ადვილად აალებადი ტანსაცმელი და პლასტმასის ნივთები. მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში განახორციელებენ სამუშაოებს. ხანძრის შედეგად დაშავებული არავინ არ არის. რაც შეეხება სამართალდამცავზე გავრცელებულ ინფორმაციას, ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს.

როდესაც ხანძარი იქნება სრულად ლიკვიდირებული შემდეგ პოლიცია გადაწყვეტს, შეუშვებს თუ არა მოვაჭრეებს ადგილზე.

პირველადი ინფორმაციით არ ვიცით, ხანძარი რამ გამოიწვია, ადგილზე არის შესაბამისი სამსახურები და მოგაწვდიან ინფორმაციას“, - განაცხადა კერესელიძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, საშიშროება იყო რომ ხანძარი ცეცხლის კერიდან 2 მეტრში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე გადასულიყო, თუმცა, ეს საფრთხე მისივე შეფასებით, მოხსნილია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა