ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდათ

ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე დასაქმებულები ხანძრის გაჩენას გაუმართავ ელექტროგაყვანილობას უკავშირებენ.

როგორც ისინი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებენ, ბოლო პერიოდში ბაზრობაზე რემონტი მიმდინარეობდა და სავარაუდოდ, ელექტოგაყვანილობამ დატვირთვას ვერ გაუძლო.

"აბა ამდენ "სვარკას" გაუძლებდა ეს გაყვანილობა? ხოდა ვერ გაუძლო გაყვანილობამ. ბევრი მუშაობა მიდიოდა. გაყვანილობამ ვერ გაუძლო და იფეთქა ალბათ“, - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ მათ ბაზრობაზე დახლების მოწესრიგება დასრულებული ჰქონდათ.

რაც შეეხება პროდუქციის დაზღვევას, მოვაჭრეების ნაწილი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პროდუქცია მათ დაზღვეული არ ჰქონდათ.

ცნობისთვის, ვარკეთილში შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა