რომან გოცირიძე - ნელ-ნელა იკვრება წრე და არც თუ ისე შორსაა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების დრო

ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისათვის მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების 15 პროცენტი გაყინოს, რაც 20 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, პროცესი აქამდე ბიძინა ივანიშვილის ახირებამ მიიყვანა, რომ ციხიდან არ გაათავისუფლოს გიორგი რურუა.

„პირველად ისტორიაში ამერიკა საქართველოს სანქციებს უწესებს. ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაყინოს საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისათვის მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების 15 პროცენტი, რაც 20 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის მიზეზად სახელდება სამი რამ: დემოკრატიის შეზღუდვა, კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა. ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ, ამერიკის მთავრობა შეძლებს ამ თანხების საქართველოსთვის გადმოცემას. მთავარი მიზეზი არის საკონსტიტუციო შეთანხმების შეუსრულებლობა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულების უგულებელყოფა. ფაქტობრივად, ივანიშვილის ახირებამ - არ გაათავისუფლოს გიორგი რურუა - მიიყვანა პროცესები აქამდე. ნელ-ნელა იკვრება წრე და არც თუ ისე შორსაა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესების დრო. ჰკითხავს ივანიშვილი თავის „მენცარებს“: ნუთუ 20 მილიონი ღირს გიორგი რურუა? ჭკვიანი რომ ჰყავდეს გვერდით, ეტყოდა, რომ რურუაში კი არა, საქმე დემოკრატიაშია და შეიძლება 5,5 მილიარდის სანქციების ქვეშ მოყოლად დაგიჯდესო,“ - განაცხადა გოცირიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია