რომან გოცირიძე დავით ზალკალიანის განცხადებას „არასერიოზულს და ბრიყვულ თავის მართლებას“ უწოდებს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე „არასერიოზულს და ბრიყვულ თავის მართლებას“ უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გაკეთებულ განცხადებას. რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" ლიდერებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში "მეცადინეობას" ურჩევს.

"მორიგი არასერიოზული ბრიყვული თავის მართლებაა, როცა ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დოკუმენტში რურუას გვარი არ წერიაო, მაგრამ რომ წერია, რომ უნდა შეწყდეს მედიასაშუალებების მფლობელებზე დევნა? ვინ არის აქციონერი "მთავარი არხის"? მაინცდამაინც რურუა უნდა ეწეროს გვერდით? რომ წერია, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებული არ არის? ანუ კვლავ არის ქვეყანაში პოლიტპატიმარი, როგორ უნდა გავიგოთ ეს? ელემენტარულად წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლია "ქართული ოცნების" ლიდერებს და როგორც სჩანს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თუ მან ეს თქვა. ამიტომ სჯობს იმეცადინონ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში. წერია და გამგები ამას გაიგებს, თუ რა წერია. თუ მთავრობას არ უნდა გაიგოს, მაშინ გააგებინებენ, არსებობს უამრავი სხვა მეთოდი, მათ შორის, პერსონალური სანქციები, რომლის შესახებ უკვე ალაპარაკდა აშშ- ის კონგრესი და დოკუმენტიც არის მიღებული. სამწუხაროდ, ჯერ პერსონალური სანქციების მუქარა არის თავდაცვის ბიუჯეტში ჩვენთვის დახმარების გაყინვის სახით, შემდეგ ეს გადაიზრდება იმ ადამიანზე პერსონალური სანქციების დაწესებაში, რომელიც უკანონოდ და კონსტიტუციის დარღვევით მართავს ქვეყანას,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშში , რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პირველი კენჭისყრით მიიღო, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მაღალ შეფასებას აძლევს პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერის ფაქტს და მხარეებს შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების ფაქტს და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო