ადვოკატი - რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან დისციპლინური დარღვევის გამოვლენა მარიანა ჩოლოიანის ბრალთან კავშირში არ არის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან დისციპლინური დარღვევის გამოვლენა მარიანა ჩოლოიანის ბრალთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა განუცხადა.

"ეს მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობასთან კავშირში არ არის. თუ მის მიმართ რამე ექნებოდათ, უკვე წარმოდგენილი ექნებოდათ სასამართლოში", - განაცხადა შაბაშვილმა.

საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებითაც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გადააგზავნა ინფორმაცია შესაძლო დისციპლინურ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც შეეხება გამოძიებას, მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის გარდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაშია დღესაც სისხლის სამართლის საქმე, სადაც დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს. ხაზს ვუსვამ სიახლისამართლებრივ დევნას და არა დისციპლინურ პასუხისმგებლობას, რომლის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოც არის უწყება, სადაც მუშაობდნენ ის პირები, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ დისციპლინური გადაცდომა", - აცხადება ქუთათელაძე.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე - ლუკა სირაძის მეგობრები დაიკიხნენ. შემდეგი სასამართლო პროცესი 17 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა