ომბუდსმენი ლუკა სირაძის საქმეზე - ვფიქრობ, სულ მცირე ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც მოწმეზე ზემოქმედების მცდელობას გულისხმობს, არის დანაშაულის ნიშნები

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოწმეების ჩვენებით დასტურდება, რომ ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით, ზეწოლა მხოლოდ ერთი სამართალდამცველის მხრიდან არ ხორციელდებოდა.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დანაშაული იკვეთება საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ერთ-ერთი პოლიციელი მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა.

„საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი ჰქონდა არამხოლოდ ერთი პოლიციელის მხრიდან და ეს მოწმეთა ჩვენებებითაც დასტურდება. თუმცა, რამდენად შემადგენელია მათ ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ეს უკვე შეფასების საგანია. ვფიქრობ, რომ სულ მცირე ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც გულისხმობს მოწმეზე ზემოქმედების მცდელობას, არის დანაშაულის ნიშნები, როდესაც ერთ-ერთი პოლიციელი მომხდარის შემდეგ ცდილობდა მოწმეებზე განეხორციელებინა ზეწოლა თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს მას არ მოუხდენია ზეწოლა გარდაცვლილ არასრულწლოვანზე. ამიტომ ამ ეპიზოდს სჭირდება უფრო კარგად შეფასება. ჩვენ ვხედავთ აქ დანაშაულის ნიშნებს. რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, ჩვენ გამოვითხოვთ ინფორმაციას გენერალური ინსპექციისგან და ვნახავთ, რამდენად იყო ადეკვატური შეფასება ამ საქმეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის დეკემბერში, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის