თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების გასაცნობად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში იმყოფება

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმის მასალების გასაცნობად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში იმყოფება.

როგორც მან ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება სამართლიანი და ობიექტური უნდა იყოს.

„როგორც გამომძიებელმა შემატყობინა საქმის მასალები ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას გადაეცა. შესაბამისად, ჩამოვედი, რომ გავეცნო მასალებს, გავარკვიო რომელ გამომძიებელს დაეწერა საქმე. ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ინფორმაციის ეგეთი ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება, რაც ეხება ფსიქოლოგს, წერილს, აბების არსებობას, ჩემთვის მიუღებელია. გამოძიება სამართლიანი და ობიექტური უნდა იყოს და არავის არ ჰქონდეს იმედი, ამის პირობას ვიძლევი, რომ თუ აქ დამნაშავე გამოიკვეთა, ვინც არ უნდა იყოს, ვინმეს რამე შერჩეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?