ლევან რატიანი - შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მისივე თქმით, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ სამივე პაციენტთან გამოჯანმრთელების პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

„სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, პირიქით, ჰემოდინამიკის პარამეტრები სტაბილური ხდება, წინა რამდენიმე საათთან შედარებით.

კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაკეთდა, იქაც არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. აღდგენილია ჰემოდინამიკა ერთ ქალბატონთან. დანარჩენ 2 პაციენტთან ჰემოდინამიკა არასტაბილურია, მაგრამ დოზა მკვეთრად არის შემცირებული დილის საათებთან განსხვავებით.

ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ ვინაიდან უარყოფითი დინამიკა არ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ დადებით დინამიკას უნდა ველოდოთ. იმის მიუხედავად, რომ უამრავი გართულება შეიძლება წამოვიდეს ამ პაციენტებთან, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყოს რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:პაციენტების მდგომარეობა წინა საათებთან შედარებით სტაბილურია - ლევან რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო